სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„Mazda CX-5“ „SkyActiv“-ის ტექნოლოგიით

პირველი ავტომობილი, კომპანია „Mazda“-ს მოდელებში, რომელიც „SkyActiv“-ის ტექნოლოგიით აღიჭურვება, „Mazda CX-5“ იქნება. მიმდინარე წლის მარტში გამართულ ჟენევის ავტოშოუზე ახალი მოდელის პროტოტიპი, „Minagi“ იყო წარმოდგენილი. სერიულ ვერსიას კი სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოშოუზე წარადგენენ.

ახალი მოდელის ერთ-ერთი ძრავი დიზელის 2,2 ლიტრიანი აგრეგატი, „SkyActiv“-ის ჯგუფიდან იქნება. ამ უკანასკნელის სიმძლავრე 175 ცხენის ძალას მიაღწევს. აღნიშნული აგრეგატი 20 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხნარს სხვა მოდელებთან შედარებით. ახალი მოდელი ექვსსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფით აღიჭურვება, რომელიც ასევე „SkyActiv“-ის სერიიდან იქნება.

ახალი მოდელისთვის შეიქმნება ასევე 2-ლიტრიანი ძრავი 165 ცხენის ძალის სიმძლავრით. აგრეგატი საწვავზე იმუშავებს და წინამორბედთან შედარებით 15 პროცენტით ეკონომიური იქნება.

„CX-5“-ის შეკვეთა შესაძლოა, როგორც უკანა ორი საბურავის, ასევე სრული მოჭიდების ვარიანტით. ახალი მოდელი 2012 წელს გამოჩნდება და გაყიდვები, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, რუსეთსა და ჩინეთში შედგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100