სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუდზე აქციზის გაზრდის საკითხებზე ილიაუნიში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

18 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (E კორპუსი, 207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5) ლუდზე აქციზის გაზრდის საკითხებზე შეხვედრა და დისკუსია გაიმართება. ლუდზე აქციზის გაზრდის მიზეზებზე, თუ რა კავშირი აქვს აღნიშნულ ცვლილებებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრებენ კომპანია ”ნატახტარის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორ, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და კომპანია „ზედაზენის“ კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე.

შეხვედრაზე ასევე განიხილება ის უარყოფითი მხარეები, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ლუდზე აქციზის გაძვირებამ. დასწრება თავისუფალია და დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული სტუდენტი.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური კვლევის პრეზენტაციაც. ანალიტიკური კვლევის მიზანს ლუდის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებზე აქციზური გადასახადის გაზრდის ეფექტის, მომხმარებლის ქცევისა და საქართველოში ლუდის ბიზნესის განვითარების შეფასება წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა, რომელიც მომზადებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიპის“ მიერ, არ წარმოადგენს სექტორში მოღვაწე რომელიმე კონკრეტული კომპანიის ინტერესებს. აღნიშნული კვლევა საქართველოს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის შეკვეთით მომზადდა.

ფინანასთა სამინისტრომ ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან კონსულტაციები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციზის გაზრდის თაობაზე. თუმცა კონსულტაციების შედეგად გადაწყდა აქციზის 50%-ით გაზრდა, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 100%-სა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100