სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„Jaguar“-ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ჰიბრიდი მსოფლიოში

კომპანია „Jaguar“-მა ნახევრად ელექტრონული ჰიბრიდის, „C-X75“-ის წარმოება ოფიციალურად დაადასტურა. აღნიშნული მოდელი კომპანიამ ფართო საზოგადოებას მიმდინარე წლის პარიზის ავტოშოუზე აჩვენა. ახალი ავტომობილი მსოფლიოს ერთ-ერთი უსწრაფესი მოდელი იქნება და 100 კმ/სთ-ის განვითარებას 3 წამში შეძლებს. „C-X75“ არა მარტო უსწრაფესი, არამედ ძვირადღირებულიც იქნება - მისი ღირებულება 1,44 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ასეთი ფასი არა მარტო ავტომობილის სისწრაფით, არამედ ექსკლუზიურობითა და ორიგინალურობით აიხსნება. მანქანის კორპუსი ალუმინისგანაა დამზადებული. მას 145-კილოვატიანი ელექტროძრავი აქვს, რომლის სიმძლავრეც 195 ცხენისძალაა, ავტომობილის სიმძლავრე კი 780 ცხენისძალა. მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია. ავტომობილს ელექტროძრავთან ერთად, საწვავზე მომუშავე მოტორიც დაუმონტაჟდება.

სავარაუდოდ, „Jaguar C-X75“ ავტობაზარზე 2013 წელს გამოჩნდება. კომპანია კი მხოლოდ 250 მოდელს გამოუშვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100