სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შსს მესტიის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი დააკავეს. კაპიტონ ჟორჟოლიანს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაეყენა. კაპიტონ ჯორჯოლიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მესტიის საოლქო საარჩევნო კომისის წევრ არჩილ სოფრეომაძეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კაპიტონ ჯორჯოლიანს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ კაპიტონ ჯორჯოლიანის წინააღმდეგ სსკ-ის 125-ე მუხლით საქმე 3 დღით ადრეც აღიძრა. ამ შემთხვევაშიც კაპიტონ ჯორჯოლიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა არჩილ სოფრომაძეს მიაყენა. თუმცა მაშინ ჯორჯოლიანი დაიკითხა და გათავისუფლდა. პოლიცისთვის სოფრომაძის მიერ მეორედ მიმართვის და ჯორჯოლიანის დაკავების შემდეგ, მაშინ, როდესაც კაპიტონ ჯორჯოლიანი სასამართლოში გადაყავდა პოლიციას მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციის ავტომანქანას, სადაც ჯორჯოლიანი იმყოფებოდა, ალყა შემოარტყა, გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა და პოლიციას უწევდა წინაარმდეგობას. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. გამოძიებას მესტიის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი დააკავეს. ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული. ზვიად იმერლიშვილი ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა. ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და აღნიშნული სამართალდარღვევის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ აცნობეს. ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ზვიად იმერლიშვილმა და ილია ქელეხსაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, არ დაემორჩილნენ და გაუწიეს წინააღმდეგობა. ამის შემდეგ მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება.

შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იაგო ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე დააკავეს . იაგო ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე პოლიეციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული. გომი - საჩხერის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის პოლიციამ ,,ვაზ-2106" მარკის ავტომანქანქანა, რომელსაც იაგო ქიტიაშვილი მართავდა, გააჩერა. მძღოლმა და მისმა მგზავრმა არ წარმოადგინეს საბუთები და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს. ამის შემდეგ მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება.

შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ტარიელ გურგენიძე. ტარიელ გურგენიძე პოლიეციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული. ტარიელ გურგენიძე ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა. ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და აღნიშნული სამართალდარღვევის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ აცნობეს. ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ტარიელ გურგენიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, არ დაემორჩილა და გაუწია წინააღმდეგობა. ამის შემდეგ მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ტარიელ გურგენიძე სასამართლოშია გადაყვანილი.

შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ შინდისში ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაეყენათ. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მცხოვრები 1974 წელს დაბადებული მამუკა პავლეს ძე ჯანანაშვილი დააკავეს. აღნიშნულ პოიროვნებას საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩნდა უკანონოდ შენახული ტყვია-წამალი. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236 -ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100