22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შესაძლოა გარკვეული სირთულეების მოსაგვარებლად მეგობრებს მიმართოთ ან თქვენ მოგმართონ ახლობლებმა დახმარებისთვის, თუმცა ამისთვის არ გექნებათ არც განწყობა და არც ენერგია. დღეს მხოლოდ კომფორტული გარემო და დასვენება გჭირდებათ.
კურო
ირგვლივ შექმნილი გარემოებები გაიძულებთ შეცვალოთ დღის რეჟიმი და ფეხი აუწყოთ განსხვავებულ რიტმს, თუმცა თუ ჭკვიანურად იმოქმედებთ თქვენთვის საინტერესო შესაძლებლობებსაც აღმოაჩენთ და სარგებელსაც მიიღებთ ამ ყველაფრიდან.
ტყუპები
ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით სიურპრიზებს ელოდეთ. შესაძლოა მიაგნოთ დამატებითი შემოსავლის წყაროს. მოიფიქრეთ რაიმე უჩვეულო ხერხი ფინანსური კეთილდღეობის ასამაღლებლად.
კირჩხიბი
გაგიჭრდებათ ერთ ადგილას ყოფნა, ყოველდღიური საზრუნავი კი დამღლელი იქნება. შეეცადეთ არ აჰყვეთ აბეზარ ფიქრებსა და ემოციებს და ნუ დაადანაშაულებთ სხვებს თქვენს უსიამოვნო განწყობაში.
ლომი
თვალი ადევნეთ მოვლენებს და გვერდიდან შეხედეთ გარემოებებს, შესაძლოა დამკვირვებლის თვალით სულ სხვაგვარად დაინახოთ ბევრი რამ, ყურადღება მიაქციეთ სამყაროს მინიშნებებს.
ქალწული
იყავით ყურადღებით და ფხიზლად ადევნეთ თვალი რეალობას, შესაძლოა დღეს ახალი შესაძლებლობები გადაიშალოს თქვენს წინ და საჭირო გახდეს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. იყავით მზადყოფნაში.
სასწორი
მოიკრიბეთ ნებისყოფა და ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმე, შეეცადეთ არ აჰყვეთ ირგვლივმყოფთა მაცდუნებელ წინადადებას, რომლებიც სამუშაოს სამომავლოდ გადადებას და დასვენებას გირჩევენ.
მორიელი
შესაძლოა დღეს აზრი შეიცვალოთ საკუთარ თავზე და არა მარტო საკუთარზე. არ არის გამორიცხული რაღაც უჩვეულო თვისებები აღმოაჩინოთ საკუთარ თავში და თავადვე დარჩეთ გაკვირვებული.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი ცვლილებების და მოულოდნელობების დღეა. მიღებული ინფორმაცია და სიტუაცია მნიშვნელოვან კვალს დატოვებს თქვენს ცხოვრებაზე და შეიძლება დიდი გარდატეხაც მოხდეს თქვენს ბედ-იღბალში.
თხის რქა
მოიქეცით წინდახედულად, მიენდეთ ინტუიციას და ფეხი აუწყვეთ სწრაფად ცვლად მოვლენებს. მაქსიმალურად შეეცადეთ სასიკეთოდ გამოიყენოთ დღევანდელი შანსები როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში.
მერწყული
სასურველია მთელი ძალა და მონდომება საქმეს მიუძღვნათ და იმოქმედოთ დამოუკიდებლად. ასე თავს დააღწევთ მომაბეზრებელ რჩევა დარიგებებს კოლეგებისგან და შედეგებიც უფრო ნაყოფიერი იქნება.
თევზები
დღეს შეძლებთ საკუთარი თავის საინტერესოდ წარმოჩენას, შესაძლოა რაღაც საქმეში უპირატესობა მოიპოვოთ, ეცადეთ იაქტიუროთ, დღეს თქვენი საუკეთესო თვისებები მაქსიმალურად წარმოჩინდება.
კომენტარი