დღეს საზოგადოების რეაქცია იყო - რეფლექსია. ხვალ, ზეგ უფრო მძიმე იქნება. ხოლო, როცა სულიერად უკიდურესად გაგვიჭირდება - ისევ მოვძებნით ქრისტეს" - დედა სიდონია
დედა სიდონია წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
''მე მიყვარს უფალი იესო ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი!
მე მიყვარს ადამიანები, გზააბნეულნიც.
მინდა ყველა გონს მოვეგოთ, გავერთიანდეთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც არსებითია და ღვთივსათნო!
- მშიერთა დაპურება, უძლურთა შეწევნა, მწუხარეთა - ნუგეშინისცემა!
ამ ფორიაქში მთავარი დაგვავიწყდა ყველას, ახლა ვიღაცას შია, ვიღაც იყინება, ვიღაც ტირის.
მიინავლა ადამიანობა, კაცთომყვარება!" - წერს დედა სიდონია სოციალურ ქსელში.
სასულიერო პირი აღნიშნული პოსტის კომენტარებში წერს, რომ დღეს საზოგადოების რეაქცია რეფლექსი იყო. ხვალ, ზეგ კი უფრო მძიმე იქნება
"დღეს საზოგადოების რეაქცია იყო - რეფლექსია. ხვალ, ზეგ უფრო მძიმე იქნება. ხოლო, როცა სულიერად უკიდურესად გაგვიჭირდება - ისევ მოვძებნით ქრისტეს. ნუ შევშინდებით. ყველას მხნეობა მისცეს უფალმა, ჩვენს პატრიარქსაც და მეუფე პეტრესაც. ჩემთვის თანაბარი ტკივილია ორივე იერარქი, ორივე უფლის გზაზე მდგარი" - წერს დედა სიდონია.
კომენტარი