სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შს მინისტრი ღამის კლუბების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან დეპუტატებს კითხვები აქვთ. გიორგი გახარიას ოპოზიცია პარლამენტში იბარებს.
ოფიციალურ მოთხოვნას „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებს.

გიორგი გახარიას პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, მინისტრი მზად არის დეპუტატების ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

თუმცა, ზუსტი თარიღი, თუ როდის მივა შს მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100