"პარიზული დღეები პარიზული სტილის გარეშე" - ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე პარიზის ბისტროდან
დიზაინერი ანუკი არეშიძე რომ ყოველთვის საუკეთესო ფორმაშია, ეს აღარავის უკვირს. მისი ინდივიდუალური სტილი თაყვანისმცემლების აღფრთოვანებას იწვევს. ანუკი ახლა პარიზში იმყოფება და ყველასთვის გასაკვირად, ჯინსებსა და ბათინკებში გამოწყობილი აქვეყნებს ფოტოს პარიზული ბისტროდან სახელწოდებით "პარიზული დღეები პარიზული სტილის გარეშე". მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერმა თავისი ჩაცმულობა თინეიჯერულ სტილში გადაწყვიტა, მაინც გამორჩეულად გამოიყურება.
კომენტარი