სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში, სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო 22 ათასი ადამიანია ევაკუირებული

უკრაინაში, სოფელ კალინოვკიდან და მიმდებარე სოფლებიდან სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო 22 ათასი ადამიანია ევაკუირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პოლიციაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ შესულა.

როგორც ცნობილია, გუშინ საღამოს ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკასთან მდებარე სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა, რომ გამოძიება მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, სავარაუდოდ, საუბარია გარე ფაქტორებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100