სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო - „2015 წლის საუკეთესო პარტნიორი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“

თბილისი, 20 იანვარი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Global Finance-ისჯილდოს, „2015 წლის საუკეთესო პარტნიორი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“ მიღების თაობაზე. ხსენებული ჯილდო გაიცა Global Finance–ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო მიმწოდებელთა დაჯილდოების“ ფარგლებში

კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის გამოცემა 1987 წელს დაფუძნდა და 180 ქვეყანაში ყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით.Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში

###


„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 34.7%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 32.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.9%) მიხედვით (2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.9 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 260 სერვისცენტრის, 703 ბანკომატისა და 2,284 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100