სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქრუაშვილი რუსულ არხზე "ბოევიკების" ქართულ მფარველობაზე საუბრობს(ვიდეო)

რუსეთის პირველი არხი მოამზადა ფილმი, სახელწოდებით - "ვინ მანიპულირებს ბოევიკებით და ვინ აძლევს მათ ფულს".
ფილმში ერთ-ერთი რესპონდენტია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელთანაც ინტერვიუ პარიზშია ჩაწერილი.
ფილმის ავტორების თქმით, ოქრუაშვილი ადასტურებს, რომ აჩიმეზ გოჩიაევს, რომელიც 1999 წელს მოსკოვსა და ვოლგადონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქების ორგანიზატორი იყო, ქართველებმა არაერთხელ მისცეს კორდორი.
ოქრუაშვილის თქმით, ამის მომსწრე თავად არის, ამ საკითხების გადაწყვეტით დაკავებული იყო შს სამინისტრო, საქმის კურსში იყო სააკაშვილიც.
ფილმი რუსეთის პირველი არხსი ეთერში დღეს საღამოს იქნება ნაჩვენები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100