სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გახშირდა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტები?

ავღანეთში ტრაგედიის ზრდის ალბათობა კონტინგენტის ზრდამ განაპირობა - ეს მოსაზრება სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა ipn-სთან საუბრისას დააფიქსირა. მისივე შეფასებით, ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობა ნატო- არაწევრი ქვეყნისთვის "ძალიან დიდია".

"მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი სამხედრო კონტინგენტის გაზრდის, რადგან ეს ზრდის ისეთი ტრაგედიების ალბათობას, როგორიც ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე გუშინ მოხდა. 2009 წლის შემოდგომაზე ჩვენ ავღანეთში 173 სამხედრო შევიყვანეთ, ამ დროისთვის კი მათი რაოდენობა თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი და 1 600-მდე ჯარისკაცით განისაზღვრება. ბუნებრივია, ამით გაიზარდა თავდასხმების ალბათობის რიცხვი. მიმაჩნია, რომ ჩვენი შემადგენლობა ძალიან დიდია, რადგან საქართველოს, თავისი პრობლემებიდან გამომდინარე, არ შეუძლია იყოს პირველი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის", - განაცხადა ალადაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100