სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გრიგოლ ვაშაძემ ლავროვი ბერნის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს რუსეთის ვაჭორბის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს ლიტვის პრემიერ-მინისტრთან აუდრონიუს აჟუბალისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ განმარტა, 10 მარტს, ბერნში ქართულ-რუსულ მხარეებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეული იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება მომავალშიც. ასევე დელეგაციები შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ პრესასთან კომენტარს არ გააკეთებდნენ.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ლავროვმა რამდენიმე დღეში დაარღვია ეს შეთანხმება და ქართულ მხარეს გამოუგზავნა მუქარა და წინაპირობები წამოაყენა.
"ძალიან დიდი სინანულით მინდა ვთქვა, რომ რუსული დიპლომატიის მამამთავარმა, ბატონმა ლავროვმა, რამდენიმე დღის შემდეგ დაარღვია შეთანხმება, რაც რუსეთის დიპლომატიის ტრადიციაა. მან ერთ წინადადებაში დაარღვია შეთანხმება, გამოგვიგზავნა მუქარა და წამოაყენა წინაპირობები. ასე რომ, შეგიძლიათ თავად იმსჯელოთ, როგორი მიდგომა აქვს რუსეთის დიპლომატიას მიღწეულ შეთანხმებებზე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა 13 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს ვმო-ში გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია. ინტერპრესნიუსი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100