სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პუტინს უკვე აქვს რეალური ინფორმაცია, რომ მის ჯარს ერთი-ორი გაბრძოლების ძალა აქვს..." - რას ამბობენ რუსეთში პუტინის ჩავარდნილ გეგმებსა და შოიგუს პოლიტიკურ ამბიციებზე?

პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი და პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი მსჯე­ლო­ბენ რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მო­ე­ბულ ომზე, მისი მო­სა­ლოდ­ნე­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სცე­ნა­რებ­სა და შე­დე­გებ­ზე. ნა­წი­ლის თქმით, ან­ტი­პუ­ტი­ნის­ტუ­რად გან­წყო­ბილ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, რუ­სუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ არა­ა­და­მი­ა­ნურ ქმე­დე­ბებს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კე­ბენ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ მსოფ­ლი­ო­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მართ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თია - პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა. თუმ­ცა, სხვე­ბის თქმით, ეს არ არის მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის - იმარ­ჯვებს ის, ვინც სა­მარ­თლი­ა­ნად იბ­რძვის, ეს არის უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თის არ­მია კი, სხვის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ბომ­ბავს. ივან პრე­ობ­რა­ჟენ­სკი, რუსი პო­ლი­ტო­ლო­გი გა­მო­ცე­მა nv.ua-სთან ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლი ეტა­პი იყო ომამ­დე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, მე­ო­რე ფაზა კი და­ი­წყო მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში, რო­დე­საც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი რუ­სე­თის შიგ­ნით ეროვ­ნულ მო­ღა­ლა­ტე­ებ­ზე ალა­პა­რაკ­და, რად­გან სწო­რედ მა­შინ გა­ი­გო, რა ხდე­ბა ფრონტზე და დე-ფაქ­ტოდ აღი­ა­რა, რომ კრემლში შედ­გე­ნი­ლი ომის თავ­და­პირ­ვე­ლი გეგ­მა ჩა­ვარ­და. "ასე­თი გა­მოთ­ქმე­ბით, მან უკვე დე-ფაქ­ტოდ აღი­ა­რა რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა, რა­საც მოჰ­ყვა აქამ­დე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და­კა­ვე­ბე­ბი და რეპ­რე­სი­ე­ბი მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­სა და გე­ნე­რა­ლი­ტეტ­ში. მე­სა­მე ეტა­პი და­ი­წყო 12 აპ­რილს, რო­დე­საც პუ­ტინ­მა ვოს­ტოჩ­ნის კოს­მოდ­რო­მი­დან რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის საქ­მის კურ­სშია და ეს სა­კი­თხი სა­ერ­თოდ არ აღელ­ვებს. ის ცდი­ლობს ამო­ძირ­კვოს ნე­ო­ნა­ციზ­მის ფეს­ვე­ბი, რაც მისი მტკი­ცე­ბით, და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მო­იშ­ვა... ახლა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სად­მე იპო­ვოს ომის დრო­ე­ბი­თი სა­ზღვა­რი, სა­დაც ასე­ვე დრო­ე­ბით გა­მო­ა­ცხა­დებს გა­მარ­ჯვე­ბას, იქამ­დე, ვიდ­რე რუ­სე­თი ძა­ლებს ხე­ლახ­ლა მო­იკ­რებს... აშ­კა­რაა, რომ მას უკვე არ შეს­წევს უნა­რი, ძალა და რე­სურ­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­ლოს სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი. პუ­ტინს უკვე აქვს რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია თა­ვის არ­მი­ა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ასე­ვე - ფრონტზე. ერთი-ორი გაბ­რძო­ლე­ბის ძალა აქვს, ამი­ტომ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბა სჭირ­დე­ბა, რათა იქი­დან აწარ­მო­ოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. შე­საძ­ლოა, რომ ეს იყოს მა­რი­უ­პო­ლი, ყი­რიმ­თან და­სა­კავ­ში­რე­ბე­ლი სახ­მე­ლე­თო დე­რე­ფა­ნი, ასე­ვე ხერ­სო­ნიც და იდე­ა­ლურ ვა­რი­ან­ტში ნი­კო­ლა­ე­ვიც, რათა ეს ად­გი­ლი დნესტრის­პი­რეთ­ში გა­სას­ვლე­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს. კრემ­ლის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხარ­კო­ვიც. პუ­ტი­ნის­თვის ხარ­კო­ვი და მა­რი­უ­პო­ლი რუ­სე­თის მო­ღა­ლა­ტე ქა­ლა­ქე­ბი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან აქამ­დე მყა­რად სჯე­რო­და, რომ ისი­ნი რუ­სე­თის მხა­რეს გა­და­ვი­დოდ­ნენ, რა­საც მას დიდი ალ­ბა­თო­ბით სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი შთა­ა­გო­ნებ­დნენ, რად­გან მათი მო­საზ­რე­ბით ამ ქა­ლა­ქებ­ში რუსი ხალ­ხი ცხოვ­რობს და თა­ვი­სი­ა­ნე­ბად თვლიდ­ნენ. თუმ­ცა, ასე არ მოხ­და. ომი სრუ­ლად ჯერ არ გა­ჩერ­დე­ბა, რა­ღაც კე­რე­ბი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ჩუ­მად და­ი­წყე­ბა სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცია, სა­დაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს უკვე გი­გან­ტუ­რი კა­პი­ტა­ლი დას­ჭირ­დე­ბა, რათა შემ­დგო­მი ომი და­ა­ფი­ნან­სოს..." - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი. მი­სი­ვე თქმით, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­დან, თუნ­დაც ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პუ­ტინს სა­ჭი­რო თან­ხის მოგ­რო­ვე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა, ამი­ტომ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამ თან­ხის, კერ­ძოდ, არ­მი­ის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის სა­ჭი­რო თან­ხის მოგ­რო­ვე­ბა­ში კერ­ძო ბიზ­ნე­სის იმე­დი აქვს, რაც ამ პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას, პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ ყო­ველ­თვის ამ იდე­ის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. მისი პრო­ცე­სებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა კი მეტ-ნაკ­ლე­ბად არის გა­რან­ტო­რი, რომ რუ­სე­თი ბირ­თვულ ია­რაღს არ გა­მო­ი­ყე­ნებს. "შო­ი­გუ, ჯერ კი­დევ პუ­ტი­ნამ­დე რუ­სეთ­ში მოქ­მედ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. ამას გარ­და, მას საკ­მა­ოდ დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს, რომ­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა­საც საკ­მა­ოდ კარ­გად ახერ­ხებს. ამი­ტომ სა­მარ­ცხვი­ნო მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში, თუ პუ­ტი­ნი წავა თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე, შო­ი­გუ ამის­თვის არ არის მზად და მას ნამ­დვი­ლად ჰყოფ­ნის ძალა და გავ­ლე­ნე­ბი, არ შე­ას­რუ­ლოს ასე­თი ბრძა­ნე­ბა და იმავდრო­უ­ლად თა­ვი­სი პოს­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს" - წერს რუსი მი­მომ­ხილ­ვე­ლი პრე­ობ­რა­ჟენ­სკი. კი­დევ ერთი რუსი სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლის, რუს­ტამ ბიკ­მე­ტო­ვის თქმით, ეგო­ნა, რომ რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას მწვა­ვე პრო­ტეს­ტი ექ­ნე­ბო­და იმ აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, რაც უკ­რა­ი­ნის ომს ახ­ლავს, თუმ­ცა შეც­და. "ალ­ბათ, ხალ­ხს მეტი დრო სჭირ­დე­ბა გა­მო­ფხიზ­ლე­ბის­თვის, ოღონდ მე ერ­თის მე­ში­ნია, კი­დევ უფრო არ შე­ე­გუ­ონ... არ შე­ე­გუ­ონ, გარე სამ­ყა­როს­თან კონ­ტაქ­ტის აკ­რძალ­ვას იმის ში­შით, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უფრო დიდ­მა ნა­წილ­მა არ გა­ი­გოს, რომ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი უკ­რა­ი­ნა­ში მარ­ცხდე­ბა, რომ ჩვე­ნი არ­მია თით­ქმის ყო­ველ­დღე სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლებს ჩა­დის, იმი­ტომ, რომ რუ­სე­ბით და­სახ­ლე­ბულ უკ­რა­ი­ნუ­ლი ქა­ლა­ქებ­ში, სი­ნამ­დვი­ლე­ში პუ­ტი­ნის მა­დი­დებ­ლე­ბი კი არა, სას­ტი­კი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი არი­ან. აქ, ჩემს გარ­შე­მო ვი­ღა­ცებს სცხვე­ნი­ათ, რომ "უძ­ლე­ველ­მა" რუ­სე­თის არ­მი­ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მთლი­ა­ნად ვერ აიღო პა­ტა­რა უკ­რა­ი­ნა; იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი არი­ან რუ­სე­თის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი­ტე­ტის უსუ­სუ­რო­ბი­თა და არაპ­რაგ­მა­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით. რას აჩ­ვე­ნებს 9 მა­ისს დიდი რუ­სე­თი მსოფ­ლი­ოს? სად არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა და რი­ხით სა­უ­ბა­რი? მე კი გე­ტყვით - ამ ომმა აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სეთს სა­მარ­ცხვი­ნო არ­მია ჰყო­ლია, მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი, გა­უწ­ვრთნე­ლი, არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ლა­მის ერთი სა­უ­კუ­ნის დრო­ინ­დელ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა­ზე. თუმ­ცა, პრობ­ლე­მა სხვა რა­მე­შია - რა გვინ­და, საით გვინ­და წას­ვლა, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის­კენ? თუ არა, გვაქვს შან­სი, ეს შევ­ცვა­ლოთ" - წერს ბიკ­მე­ტო­ვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100