სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქმის გარჩევა ბიძინა ივანიშვილთან - უპირებს თუ არა ოლიგარქი კობახიძეს ჩანაცვლებას?

საქმის გარჩევა ბიძინა ივანიშვილთან - გიორგი ვაშაძის მტკიცებით, რუსული კანონის მიღება და მისგან გამოწვეული პრობლემები "ოცნებაში" დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის ინფორმაციით, ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი დაიბარა და მათ შექმნილ პრობლემებზე პასუხი მოსთხოვა.

ვაშაძე ირწმუნება, რომ მძიმე საუბრის შინაარსი მისთვის ცნობილია. მისი ინფორმაციით, ივანიშვილს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდების მხრიდან არანაირი პრობლემა აღარ იქნებოდა რუსული კანონის ხელახლა ინიცირების შემთხვევაში, რადგან ეს ასე არ მოხდა, ოპოზიციონერი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა კობახიძე ჩაანაცვლოს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, ახლა "ქართული ოცნებისთის" არჩევნების მოგების ერთადერთი გზა დიდი ფულია, ამიტომ ოპოზიციის თქმით, ოლიგარქის პარტია ხალხის ტოტალურად მოსასყიდად მილიარდამდე დახარჯვას აპირებს.

გიორგი ვაშაძის მტკიცებით, მისთვის ცნობილია, რომ ეს შავი ფული მმართველ პარტიას უკვე მობილზიებული აქვს. ვაშაძემ ეს განცხადება ექპერტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილი ახლა დამნაშავეების ძიებაშია, რადგან ძალიან დიდი ფული დახარჯეს ერთი წლის მანძილზე იმისთვის, რომ შეეცვალათ, ყოველ შემთხვევაში ანგარიში მიუტანეს როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს, რომ ახალგაზრდებში და სხვა ადამიანებში შეცვლილი არის დამოკიდებულება რუსულ კანონთან დაკავშირებით, ჩვენი ინფორმაციით, საუბარია 80-მილიონზე, რომელიც არის დახარჯული ამ საქმეში მათი შავი ფულიდან. ახლა კი ივანიშვილი ითხოვს პასუხს კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან, თუ სად წავიდა ის 80 მილიონი და რატომ ვერ შეძლეს მათ ამ 80 მილიონით ხალხის მოტყუება. მე არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძე მოხსნან, გაათავისუფლონ თანამდებობიდან და კიდევ რაღაც ახალი ტრიუკი ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად. თავად ხომ კარგად იციან, რა გარჩევები აქვთ შიდა დისკუსიებში. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენთან კონტაქტზეა გამოსული. ვგულისხმობ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომელთაც უნდათ, რომ როგორმე პერსონალურად თავი გადაირჩინონ. დაახლოებით მილიარდი აქვთ მობილიზებული შავი ფული, რომელიც არის სწორედ თქვენი, საქართველოს მოქალაქეებისგან მოპარული ფული, რომელიც აქვთ ახლა მობილიზებული იმისთვის, რომ არჩევნებში დახარჯონ და ხალხის ნება გააყალბონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფული მათ არ უშველით", - ამბობს ვაშაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100