
კახა კალაძე თბილისში კადიროვთან დაახლოებულ MMA მებრძოლს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისში MMA მებრძოლს, კადიროვთან დაახლოებულხამზატ ჩიმაევს შეხვდა.
„საქართველო მადლობა თბილი მიღებისთვის” - დაწერა ხამზატ ჩიმაევმა „ინსტაგრამზე” და კახა კალაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
კალაძის გარდა, ხამზატ ჩიმაევი „ქართული ოცნების“ წევრს, გენო პეტრიაშვილსაც შეხვდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კახა კალაძე UFC-ის ჩემპიონებს ხვდება.
2024 წლის ზაფხულში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშების პარალელურად, კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ბიძინა ივანიშვილის უმცროს ვაჟთან, ცოტნე ივანიშვილთან ერთად შეხვდა ხაბიბ ნურმაგომედოვს.
კომენტარი