
გიორგი გახარია: ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება
ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ამასთან გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, თუმცა სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.
კომენტარი