მაია ცქიტიშვილმა თქვა, ვიხილავთ თუ არა ეკატერინე ტიკარაძეს ახალ მინისტრთა კაბინეტში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი განახლებულ გუნდს კონსტიტუციის შესაბამის ვადებში წარადგენს.
„შესაბამისად, ყველანი ვიხილავთ, როგორც მთავრობის შემადგენლობას, ასევე გვექნება საშუალება, რომ მოვუსმინოთ მთავრობის შემადგენლობას პარლამენტში. მოვისმინოთ, როგორც შედეგები, ასევე მომავალი გეგმები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, „ინარჩუნებს თუ არა თანამდებობას ეკატერინე ტიკარაძე“, – ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ ის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში იქნება.
„რა თქმა უნდა, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში, არავითარი დაპირისპირება ეკა ტიკარაძესა და მთავრობის წევრებს შორის არ არის, ნუ შევქმნით მედია აჟიოტაჟს, იქ, სადაც აჟიოტაჟის არანაირი საფუძველი არ არის. თქვენც უფრო პროფესიონალები და უფრო ობიექტურები იყავით“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კომენტარი