ასე დასცინეს რუსულ შოუში ქართულ ჰომოფობიას
ეს მონოლოგი რუსულ იუმორისტულ შოუში „comedy woman” 2013 წლის მაისში, 17 მაისის მოვლენების შემდეგ წაიკითხა გადაცემის ავტორმა და ერთ-ერთმა მონაწილემ ნატალია ეპრიკიანმა.
მონოლოგში საუბარია საბჭოთა თბილისის ერთ-ერთ ეზოზე სადაც არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცი, სახელად ედიკი ცხოვრობდა და მეზობლების მთავარი განხილვის ობიექტი იყო წლების განმავლობაში. თბილისელი გეის მიმართ განსაკუთრებით აგრესიული იყო მეეზოვე ამირანი.
ერთხელაც იტალიურ ეზოში ხანძარი გაჩნდა და სწორედ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ედიკი გახლდათ ის ვინც, მეეზოვე ამირანი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა.
„მართალია ეჭვს ტოვებდა ის ფაქტი, რომ ედიკმა ამირანის ცოლი სახლში დატოვა და ცეცხლისგან მამაკაცი იხსნა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შემდეგ ედიკის შესახებ არსებული ჭორები გაქარწყლდა და მას გეის აღარავინ ეძახდა, მეზობლების თვალში ის გმირი იყო. ედიკის მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალა მხოლოდ ამირანმა, მადლობის ნაცვლად მეეზოვე ისევ არგძელებდა ედიკის ყოველ დანახვაზე „ფუფ“-ის დემონსტრაციულად წარმოთქმას“ - იხსენებს ნატალია.
„იცით რა დავასკვენი ამ წლების განმავლობაში? თბილისში ჩემს ეზოში ცხოვრობდა გეი ედიკი, მაგრამ პიდარასტივით იქცეოდა ამირანი“ - ამ ფრაზით დაასრულა ეროვნებით სომეხმა, თბილისში გაზრდილმა და რუსეთში მოღვაწე იუმორისტმა ქალმა საკუთარი მონოლოგი.
კომენტარი