სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქალს აქვს დამწვრობა, არის ნაცემი და არ გადაჰყავთ ექსპერტიზაზე, რადგან კოვიდიანია" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პატარაია "ფეიქბუქის" საკუთარ გვერდზე ოჯახური ძალადობის შესახებ წერს:

"წელიწადნახევარია პანდემია მძვინვარებს და ამჯერად ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კოვიდი სჭირს და რას შვება შსს? - არაფერს. ქალს აქვს სიგარეტით მიყენებული დამწვრობა, არის ნაცემი და არ გადაჰყავთ ექსპერტიზაზე, რადგან კოვიდიანია. მოძალადე საშინლად ემუქრება და პოლიცია უარს ამბობს მისთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე, რადგან მოძალადე კოვიდიანი მსხვერპლის კონტაქტია და პოლიცია არ გაეკარება თურმე არც მსხვერპლს და არც მოძალადეს კოვიდის გამო. ამ დრომდე ვერ ვიგებთ აპირებს თუ არა პოლიცია შემაკავებელი ორდერის ამოწერას.

მოძალადეს აქვს სახლის გასაღები და ქალს ეშინია ღამე არ შეუვარდეს და შსს რას აკეთებს? - არაფერს. მთელი საღამოა ამ ქესის მოგვარებას ვცდილობთ უშედეგოდ.

გამაგებინეთ, ეხლა გაიგეთ, რომ პანდემიაა და მოძალადესაც და მსხვერპლსაც შეიძლება სჭირდეს კოვიდი? ამ ქალს რომ ამ ღამით რამე დამართოს არაერთგზის ნასამართლევმა მოძალადემ, პასუხისმგებელი ვინ იქნება?

ექსპერტიზაზე არგადაყვანის შედეგად დაკარგულ მტკიცებულებებზე პასუხისმგებელი ვინ იქნება სასამართლოში? საერთოდ რა ხდება, ასეთი მოუმზადებელი რატომაა ქვეყანა პანდემიისთვის?

კიდე რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ელემენტარული ზომების მიღება შეძლოთ? მე რატომ უნდა მიწევდეს საჯარო განგაშის ატეხვა და რატომ ვერ უნდა აგვარებდეს ადვოკატი ან თუნდაც თავად მსხვერპლი ამ პრობლემას?", - წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100