სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაია სააპალეცაიო სასამართლომაც გაამართლა

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეზე და ბრალდებული 8 პირიდან ორს გამამტყუნებელი განაჩენი დაუდგინა. საუბარია .. სამხედროების წამებას საქმეზე.

ბაჩო ახალია სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებულ ალექსანდრე გორგაძესა და ზურაბ შამათავას სააპელაციო სასამართლომ განაჩენი შეუცვალა, შამათავა და გორგაძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და ისინი სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს.

შამათავამ დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ”ემსახურება საქართველოს, თუმცა ამიერიდან - 3 წელი ციხეში”. ორივე მათგანს, შამათავასაც და გორგაძესაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუდგინდათ.

რაც შეეხება საქმეში გამართლებულ დანარჩენ პირებს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს, გაგა მკურნალიძეს, მანუჩარ დარასელიას, მერაბ კიკაბიძეს და გიორგი კინწურაშვილს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, გამამართლებელი განაჩენი დაუდგინდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100