
ქეით მიდლტონის დანახვისას ერთ-ერთ ჯარისკაცს გული წაუვიდა
ცოტა არ იყოს სასაცილო ფაქტს ჰქონდა ადგილი დიდი ბრიტანეთის სამხედრო ნაწილში. Daily Mail-ის ინფორმაციით, წმინდა პატერიკის დღის აღსანიშნავად კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონის ჯარისკაცებთან სტუმრობას მეტად უცნაური ფაქტი მოჰყვა. ერთ-ერთ ჯარისკაცს მისი დანახვისას გული წაუვიდა.
ქეითი, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურებოდა. მას ემილია ვიქსტედის მწვანე კაბა ეცვა, თავზე ლოკ&კო-ს ყავისფერი ქუდი ეხურა და გულზე ირლანდიული ბროში ეკეთა, რომელსაც მანამდე ყველა შეხვედრაზე დედოფალი ატარებდა.
კემბრიჯის ჰერცოგინია ჯარისკაცთა მარშს დაესწრო და შემდეგ 40 მათგანი სპეციალური გულსაბნევებით დააჯილდოვა.
კომენტარი