სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოცნებამ" უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედება პასუხის გარეშე არ დარჩება - კიტინგი

"ოცნებამ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება" - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ბილ კიტინგი შტატების მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარიანი დახმარების გაყინვას.

დასავლელი დიპლომატი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ შტატები მხარს არ დაუჭერს "მთავრობას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას".

"ქართულმა ოცნებამ" უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც მომავალს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ეძებს. მაგრამ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მთავრობას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას", - წერს კიტინგი.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეც იძებნება.

ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.

ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100