მილერი: მზად ვართ დავაწესოთ დამატებითი სანქციები და გადავდგამთ ყველა სხვა ნაბიჯს საჭიროებისამებრ
"ჩვენ მზად ვართ დავაწესოთ დამატებითი სანქციები და გადავდგამთ ყველა სხვა ნაბიჯს საჭიროებისამებრ," - ამის შესახებ მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.
საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეცვალოს ის ტრაექტორია, რომელზეც ის არის.
დღევანდელი ქმედება არ ეხება მხოლოდ ამ კანონს, რომელიც მათ მიიღეს. ეს ეხება იმას, თუ როგორ ახდენენ მათ დარბევას განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. ეს ეხება განცხადებებს, რომლებიც მათმა ლიდერებმა გააკეთეს იმ გზის პროექციის მიზნით, რომელიც საქართველომ მიაღწია. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ შემობრუნდეს და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო განახორციელებს," - ამბობს მილერი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო.
კომენტარი