სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იყო უზარმაზარი ბიძგები..." - რა კადრები ვრცელდება ჰათაიდან, სადაც რამდენიმე წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურ­ქეთ­ში, ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში ცოტა ხნის წინ ორი ძლი­ე­რი მი­წისძვრა რამ­დე­ნი­მე წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით მოხ­და. პირ­ვე­ლი მი­წისძვრა დეფ­ნე­ში მოხ­და - 6,4 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის, სამ წუთ­ში კი სა­მან­დაგ­ში - 5,8 სიმ­ძლავ­რის. ბიძ­გე­ბი თურ­ქე­თის ბევრ ქა­ლაქ­ში ძლი­ე­რად იგ­რძნო­ბო­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია თურ­ქე­თის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი მარ­თვის სამ­სა­ხურ­ზე (AFAD) დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ამ დრო­ის­თვის სხვა დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია. თურ­ქე­თის მთავ­რო­ბამ გა­აფრ­თხი­ლა მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ და­ზი­ა­ნე­ბულ შე­ნო­ბებ­ში შეს­ვლის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი ჩა­მოშ­ლის და ნგრე­ვის საფრ­თხე არ­სე­ბობს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში" ავ­რცე­ლე­ბენ და წე­რენ: "იყო უზარ­მა­ზა­რი ბიძ­გე­ბი..." "ამ წუ­თებ­ში ეს ხდე­ბა ჰა­თა­ი­ში, პრო­ვინ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ბოლო კვი­რის მი­წისძვრის შე­დე­გად"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100