სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩემი ქალაქი მკლავს: მეტროსადგური თავისუფლება დაკეტეს, ხალხს არ უშვებენ (ვიდეო)

"ჩემი ქალაქი მკლავს" სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მეტრო თავისუფლების მოედანზე ჩასასვლელი და ამოსასვლელი დაკეტეს, ხალხს არ უშვებენ.

"ქართული ოცნების" ღონისძიების გამო ქალაქი სრულიად პარალიზებულია - მოქალაქეები ბოლო რამდენიმე საათია კილომეტრიან საცობში დგანან.

სატრანსპორტო კოლაფსი ბოლო ორი დღეა გრძელდება, რადგან ივანიშვილის ღონისძიების გამო დედაქალაქი ბოლო 24 საათია ჩაკეტეს.

ცნობისთვის, თბილისში, "ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყო. ამ წუთებში, რეგიონიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მოქალაქეების წინაშე პარტიის ლიდერები სიტყვით გამოდიან.

https://www.facebook.com/100064883552283/videos/1593079151277285?locale=ka_GE

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100