სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ საქართველოს ბანკის დაფინანსებით განახლებული მიმღები და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა

თბილისი, 2 ივნისს, 2016 წელი - „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ბაზაზე, საქართველოს ბანკის დაფინანსებით, ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი გაიხსნა, განყოფილება სრულად განახლდა, გაიზარდა და დაკომპლექტდა წამყვანი სპეციალისტებით. აღნიშნულ დეპარტამენტს ქვეყნის მაშტაბით 100-მდე კრიტიკული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია. მიმღები და გადაუდებელი განყოფილების მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკას ერთ სივრცეში.


„გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გახსნა მნიშვნელოვანია მძიმე პაციენტების ორგანიზებული სწრაფი და ხარისხიანი მკურნალობისთვის, განყოფილებაში მუშაობენ ექიმები, რომელთაც აქვთ გავლილი მომზადების სრული კურსი ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში„ აღნიშნა ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა.


„ადგილობრივი ბიზნესისთვის გაცემული ყოველი დაფინანსებით საქართველოს ბანკი ქვეყნის ეკონომიკის და კონკრეტულად ამ სფეროსგანვითარებას უწყობს ხელს. როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, შესაძლებლობა აქვს გაფართოვდეს, შექმნას ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება. სწორედ ამის ნათელი მაგალითია სრულიად ახალი სასწრაფოს მიმღები და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. საქართველოს ბანკი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ არჩილ გაჩეჩილაძემ.

###

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ შესახებ: „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, სადაც, თითქმის,ყველა ტიპის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს სასწრაფო სამედიცინო მიმღები (ემერჯენსი), 7 საოპერაციოდარბაზი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, სტაციონარი 80 საწოლზე, და ამბულატორიული განყოფილება მრავალფუნქციოური დიაგნოსტიუკური ცენტრით.გარდა გადაუდებელი და ამბულატორიული მომსახურებისა, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, მედიცინის, თითქმის, ყველა დარგში ტარდება უნიკალური ოპერაციები.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი: 33.4%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი: 32%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი: 33%) მიხედვით (2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 266 სერვისცენტრის, 746 ბანკომატისა და 2 589 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100