სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტიანა დაპჩევიცი მაკედონიიდან: Sky is the Limit !

ტიანა დაპჩევიცი - ბალკანეთის რეგიონის ერთ-ერთივარსკვლავი, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე , რომელიც წელს კოპენჰაგენში გაიმართება, მაკედონიას წარადგენს. მისი სიმღერა „To The Sky” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა ევროვიზიის სიმღერებს შორის. კრიტიკოსები თვლიან, რომ ტიანა ერთ ერთი საუკესოა მათ შორის, ვინც კი ოდესმე გამოსულა ევროვიზიაზე მაკედონიის სახელით. n & M

თქვენ წარმოადგენთ მაკედონიას ევროვიზიის სიმღერის შესარჩევ კონკურსზე, რომელიც წელს დანიაში გაიმართება. როგორი შეგრძნებაა?

დიდებული ! ჩემთვის დიდი პატივია ევროვიზიაზე ჩემი ქვეყნის წარდგენა. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ.

გაგვაცანით თქვენი თავი, ვინ არის ტიანა ?

7 წლის ვიყავი, როდესაც ჩელო პირველად ავიღე ხელში, სწორედ მაშინ გადავწყვიტე მუსიკოსობა.სკოპიაში დავამთარე მუსიკის ფაკულტეტი და მაკედონიის ფილარმონიული ორკესტრის წევრი გავხდი. ჩემი ორივე მშობელი მუსიკოსია, ამიტომ მუსიკისადმი ჩემი დამოკიდებულება გასაკვირი სულაც არ არის. პირველი ალბომი, როგორც მომღერალმა, 2001 წელს ჩავწერე, დღესდღეობით კი უკვე 5 ალბომი მაქვს გამოშვებული.

მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა სხვა კონკურსებში?

დიახ, თითქმის ყველა რეგიონულ მუსიკალურ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული როგორც ვიოლენჩელოისტი და მოგვიანებით, როგორც მომღერალი. მიყვარს კონკურსები, რადგან უამრავს შესაძლებლობას გაძლევს. მაგალითად, უფრო მეტად კრეატიულს გხდის. რათქმაუნდა იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვება გინდა.

რაზეა შენი სიმღერა, სახელწოდებით „To the Sky” ?

ეს სიმღერა ბედნიერებასა და სიყვარულზეა. ამ სიმღერაში ყველაფერია : ენერგია, ჩელო, სიყვარული .. ეს სიმღერა რაღაც მხრივ ჩემს პიროვნებას ასახავს .

რა გეგმები გაქვთ თქვენს შესრულებასთან დაკავშირებით კოპენჰაგენში ? უკვე გადაწყვიტეთ როგორი იქნება ?

ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე და გვინდა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება. გეგმა გვაქვს, გვინდა პატარა ფართი მოვაწყოთ სცენაზე, რომ ყველამ იგრძნოს ის ენერგია, რაც ამ მუსიკას ახლავს და ჩვენთან ერთად აცეკვდეს.

თქვენი და, თამარა ტოდევსკა იქნება თქვენი ბექვოკალისტი...

დიახ, ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ის რომ დაიბადა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. დღესაც ასეა, ძალიან ბედნიერი ვარ. ის, ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და საუკეთესო მეგობარია. არ არსებობს დაზე უფრო ახლო მეგობარი. მისით ძალიან ვამაყობ და მოუთმენლად ველი მასთან ერთად სცენაზე გამოსვლას.

უყურებდით თუ არა ევროვიზიას?

რათქმაუნდა ! ყოველ წელს ვუყურებ და ვბალეშიკობ ჩემს ქვეყანას.

რას მოელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან?

პირველ რიგში, მჯერა რომ დროს ძალიან კარგად გავატარებ. მოვაწყობთ ფართის სცენაზე და დავანახებთ ადამიანებს, რომ დადებითი ენერგია და სიყვარული ნამდვილად ცამდე აგაფრენთ.

როგორ ატარებ თავისუფალ დროს ?

ჩემს ოჯახთან და მეგობრეთან ერთად. დავდივართ კინოში, თეატრში ან ვმოგზაურობთ. ნამდვილად კარგ დროს ვატარებ მათთან ერთად.

ვინ იყო თქვენი რჩეული ქართველი კონკურსანტი ევროვიზიაზე?

მე ძალიან მომწონს დიანა ღურცკაია, რომელიც საქართველოს წარადგენდა ბელგრადში გამართულ ევროვიზიაზე. ასევე კარგად მახსოვს ელდრაინი, სოფო ნიჟარაძე და ა.შ . საქართველოს ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი ჰყავს.

რამეს ხომ არ ეტყოდით ჩვენს მკითხველს ?

პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენ ინტერვიუსთვის. გააგრძელეთ კარგი საქმიანობა, დიდ წარმატებას გისურვებთ. მინდა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია !

ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=grZ7vPQ_y8M

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100