სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ–ში პოლიციელმა მოძრაობის წესების დამრღვევს სტრიპტიზის მოწყობა აიძულა

როგორც The Sun LA იტყობინება, აშშ–ში, ნევადას შტატში მცხოვრებმა ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა საგზაო პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ტანსაცმლის გახდა აიძულა.

როგორც დაზარალებული აცხადებს, ინციდენტი 5 წლის წინ, 2006 წელს მოხდა. მისი მანქანა სერჟანტმა პილ პისტნგოლმა გააჩერა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში დაადანაშაულა. როგორც ადვოკატი აცხადებს, გოგონას, რომელიც მაშინ 17 წლის იყო, სერჟანტმა ჯერ დოკუმენტები მოსთხოვა, შემდეგ კი – ტანსაცმლის გახდა. შეშინებულმა გოგონამ მანქანაშივე გაიხადა, ხოლო სერჟანტი მას გარედან ადევნებდა თვალს, შემდეგ კი ნება მისცა, ჩაეცვა და მგზავრობა გაეგრძელებინა ისე, რომ საჯარიმო ქვითარი არ გამოუწერია.

ადვოკატის განცხადებით, გოგონამ მაშინ „მძიმე ემოციური შოკი მიიღო“ და სარჩელის შეტანა მხლოდ ხუთი წლის დაგვიანებით გადაწყვიტა. ამ დროისთვის სერჟანტი პისტნგოლი პოლიციაში არ მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100