„ჯანმრთელობის სახლმა“ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
უამრავი სურპრიზი და გასართობი პროგრამა - პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ჯანმრთელობის სახლის“ ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრულმა გმირებმა იზრუნეს.
კლინიკის ეზოში შეკრებილ ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრებიც დაურიგდათ.
მოზარდები საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
ღონისძიების სპონსორები იყვნენ გურჯაანის ნაყინი და კომპანია „ზედაზენი“.
კომენტარი