სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალი: ქართველ პარასპორტსმენზე ტოკიოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ტოკიოში საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია სკანდალში გაეხვა. იაპონური სააგენტო JapanToday-ს ინფორმაციით, ქართველ პარაძიუდოისტზე ადგილობრივმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ერთ-ერთი ქართველი პარასპორტსმენი სასტუმროს თანამშრომელზე თავდასხმაშია ბრალდებული, მისი ვინაობა ჯერჯერობი​თ არ სახელდება.

მედიის ინფორმაციით, ტოკიოში ჩასულ საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთ წევრს აეროპორტში კორონავირუსიდაუდასტურდა, რის გამოც ოლიმპიადაზე შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, მთელი გუნდი იზოლირებულ სასტუმროში მოათავსეს.

12 აგვისტოს სასტუმროს დაცვის თანამშრომლებმა დერეფანში ხმაური გაიგონეს, ერთ-ერთი მცველი, რომლის ასაკიც 60 წელია მათ გაჩუმებას ეცადა და საკუთარ ნომრებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100