სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ისტორია გრძელდება ერთობით და ერთმანეთის გვერდში დგომით! - ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე, რომლის გატანილი გოლითაც საქართველო ევრო 2024 ზე მოხვდა, სრულიად საქართველოს ულოცავს ისტორიულ გამარჯვებას.

ბუდუმ პოსტი ინსტაგრამზე გუში ღამით გამოაქვეყნა.

გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ამაყი და ბედნიერი, რადგან ვარ ამ გუნდის ნაწილი.
ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი ამ ბედნიერებას და სიხარულს იმსახურებს ! ისტორია გრძელდება ერთობით და ერთმანეთის გვერდში დგომით!
მე ვარ საქართველო!", - წერს ბუდუ ზივზივაძე.

გუშინ საქათველომ პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები მერვედფინალშია.

პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100