სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის კაცი, რომელიც ქალზე ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულებით დამყარების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, იძულების და პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ბრალდებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე წარსდგა, აღმკვეთ ღონისძიებაზე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, დაზარალებულზე ფიზიკურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. სამართალდამცველებმა ის 20 აგვისტოს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება), 150-ე მუხლით (იძულება) და 363-ე მუხლით (მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100