„ოსკარის“ ცერემონიალზე ფეხის მოშიშვლების გამო ანჯელინა ჯოლის დასცინეს (ვიდეო)
როგორც გამოცემები აღნიშნავენ, ოსკარის 84-ე დაჯილდოვებას აშკარად რეტრო შეგრძნება ახლდა თან. ვარსკვლავების უმრავლესობა შავ-თეთრ სამოსში იყო ჩაცმული, რამაც მაყურებლებს აფიქრებინა, რომ ოსკარის მოდა შავ-თეთრ ერაში დაბრუნდა.
შეუდარებლად ლამაზი ანჯელინა ჯოლი, რომელმაც წარმატებით დასძლია პირადი კრიზისიც და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, შეუდარებელი იყო. მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა ღრმად ჩაჭრილი „ვერსაჩეს“ კაბა, რომელიც გრძელ ფეხებს თითქმის მთელ სიგრძეზე უჩენდა. ანჯელინა ამით ხშირად მანიპულირებდა და მთელი ცერემონიალის განმავლობაში მხიარულობდა: ერთ მომენტში დრო იხელთა, ნათესავებს დაუსხლტა და სრულიად მოულოდნელად, კამერების წინ მარჯვენა, წინწადგმული ფეხი საკმაოდ მოიშიშვლა...
ამ „ფოკუსის“ გამო ანჯელინას დასცინეს კიდეც: როცა ვარსკვლავი სცენაზე იდგა და საუკეთესო სცენარისთვის ფილმ „შთამომავლების“ წარმომადგენლებს აჯილდოვებდა, ჯოლიმ კაბა ისევ მოიშიშვლა და ფეხი გამოაჩინა, რასაც „შთამომავლების“ შემოქმედთა მხრიდან მისი ამ მოქმედების პაროდირება მოჰყვა.
მსახიობმა კაბას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და კაშკაშა წითელი პომადა შეუხამა. ბრედ პიტის გარდა, ოსკარის დაჯილდოვებას ანჯელინას დედამთილ-მამამთილიც ესწრებოდნენ – ჯეინ და ვილიამ პიტები, რომლებთან ერთადაც ანჯელინა ხელიხელჩაკიდებული გამოჩნდა ხალიჩაზე და მათთან გადალაპარაკება ცერემონიალის ბოლომდე არც შეუწყვეტია.
რაც შეეხება სხვა მსახიობებს, კემერონ დიაზი გუჩის ფირმის, ბრჭყვიალებით გაწყობილი, თეთრი კაბით წარსდგა ხალიჩაზე. ასევე თეთრი კაბით წარსდგა საზოგადოების წინაშე მომღერალი ჯენიფერ ლოპესიც. მომღერლის კაბა დიზაინერ ზუჰაირ მურადს ეკუთვნოდა.
კომენტარი