26 ნოემბერს კონსერვატორიაში გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართებაა
26 ნოემბერს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული და საპატიო პროფესორის გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პედაგოგის მიერ აღზრდილი მსოფლიო ვარსკვლავები, მათ შორის - ნინო სურგულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, მიხეილ შეშაბერიძე, თეონა დვალი და სხვები, ასევე მომავალი თაობა.
გულიკო კარიალური 1975-1982 წლებში იყო თბილისის საოპერო სტუდიის სოლისტი; 1975-1986 წლებში - საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1978-1985 წლებში - თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი); 1982-2000 წლებში - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებილი ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის პედაგოგი (ვოკალი);
1987-1988 წლებში გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში სტაჟირება; 1986 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვოკალი), 2007 წლიდან სრული პროფესორი; 2006 წლიდან ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის პედაგოგი (ვოკალი); 2002-2012 წლებში ატარებდა მასტერკლასებს ქუთაისსა და ბათუმში.
ნინო სურგულაძის პრესსამსახური
+995 595 03 20 40 - დიმიტრი
კომენტარი