სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლომ აიტექნიკის და iPhone+_ს შორის დავაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

თბილისის საქალქაო სასამართლოს მოსამართლე ნათია შიოშვილი “აიტექნიკს” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და iPhone+_ს ”აიტექნიკის” სასარგებლოდ 850 000 ლარის გადახდა დააკისრა.

iPhone+ მოსამართლე შიოშვილის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის გავლენას უკავშირებს.

iPhone+_ის დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება ბიზნესის თანამედროვე რეკეტად შეაფასა და აღნიშნა, რომ ვალერიან ცერცვაძის საოჯახო ბიზნესი “აიტექნიკი” ბაზრიდან კონკურენტი iPhone+_ის ჩამოშორებას ცდილობს.

“მოსამართლე შიოშვილს ხმა უკანკალებდა, როდესაც გადაწყვეტილებას აცხადებდა, რეალურად ვალერიან ცერცვაძეს უნდა მიისაკუთროს ჩვენი ფული კონკურენტების ჩამოშორობის გზით. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ”, - განაცხადა მამუკა მარღიშვილმა.

Apple-ის ტექნიკის რეალიზატორმა კომპანია “აიტექნიკმა” სასამართლოს კონკურენტი iPhone+_ის წინააღმდეგ 2016 წლის ოქტომბერში მიმართა. საქალაქო სასამართლომ “აიტექნიკის” სარჩელის უზრუნველყოფისთვის iPhone+_სს მილიონ ნახევრიანი ყადაღა დაადო.

“აიტექნიკი” საკუთარი Facebook-გვერდის გაუქმებას, დომეინი iTechnics.ge-ს და ყალბი Facebook-გვერდის iTechnic Georgia-ს შექმნას iPhone+_სს ედავება.

მოპასუხე iPhone+_ის საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, “აიტექნიკის” Facebook-გვერდი, თავად Facebook-მა ამერიკული კორპორაცია Apple-ის სავაჭრო ნიშნის დარღვევის გამო გააუქმა.

როგორც მიმდინარე დავის სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, iPhone+_მა დომეინი iTechnics.ge კომპანია “აიტექნიკის” ბაზარზე გამოჩენამდე შექმნა და ამ სახელით აპირებდა სუპერმარკეტის გახსნას.

ამასთან, iPhone+_მა ლევან სამხარაული სახელობის სასამართლოს ექპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც არ დასტურდება iPhone+_ის მიერ Facebook-გვერდის iTechnic Georgia-ს შექმნა.

iPhone+ მასზე დადებულ ყადაღას თბილისის სააპალაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის პირად ინტერესებს უკავშირებს. “აიტექნიკი” თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის ბიზნესი აღმოჩნდა. “აიტექნიკის” დამფუძნებელი ვალერიან ცერცვაძის მამა, მურთაზ ცერცვაძეა, ხოლო კომპანიას დღემდე ვალერიან ცერცვაძის მეუღლე, გვანცა მიქუჭაძე მართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100