სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო ჟიურიმ მსოფლიოს ულამაზესი ავტომობილების სია შეადგინა (ფოტო)

ევროპის მასშტაბით ჩაატარეს კონკურსი სახელწოდებით, „Auto Bild Design Award“. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში საერთაშორისო ჟიურიმ მსოფლიოს ულამაზესი ავტომობილები დაასახელა.

შედეგად სიის ლიდერად Ferrari F12 Berlinetta იქცა. მეორე ადგილზე BMW-სა და Zagato-ს საერთო ნამუშევარი გავიდა. მესამე ადგილს Porsche 911 დასჯერდა. მეოთხესა და მეხუთე ადგილებზე Audi A3 და Citroen DS5 გადანაწილდნენ. მეექვსე პოზიცია Mazda CX-5-მა მიისაკუთრა. მეშვიდე და მერვე ადგილები Alfa Romeo C52-სა და Alfa Disco Volante-ს ხვდათ წილად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100