სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ატირებული პატრიარქი (ვიდეო)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 79 წლის გახდა.

პატრიარქის მრავალ, სულშიჩამწვდომ ლოცვასთან, ქადაგებასთან, სხვა მართლმადიდებლური რიტუალის შესრულებასთან ერთად ვიდეოპორტალებზე ატვირთულია ერთი, აუდიოჩანაწერის სახით შემონახული წირვის საოცარი ფრაგმენტი, რომელიც სულ 30 წამს გრძელდება.

ჩანაწერში წირვის ის ნაწილია აღწერილი, როცა პატრიარქი, რომელიც თვითონ ატარებს საღმრთო ლიტურგიას, ღვთისმშობლისადმი ლოცვას აღავლენს და ყელში მობჯენილი ცრემლები ლოცვის დასრულების საშუალებას არ აძლევს. სხვადასხვა პიროვნების მიერ სხვადასხვა ფორუმზე გამოთქმული მოსაზრების მიუხედავად, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს არანაირი მონტაჟი არ არის და ფაქტს – ატირებულ პატრიარქს უამრავი თვითმხილველიც ჰყავს.

ტაძარში დამონტაჟებული მგრძნობიარე მიკროფონი, რომლითაც ხელში, როგორც წესი, პატრიარქს თან დაჰყვება სასულიერო პირი, კარგად ამჟღავნებს, რომ აუდიოჩანაწერში არანაირი წყვეტა არ არის და აქედან გამომდინარე, არც შეიძლება, მონტაჟი იყოს.

თუმცა, მთავარი მონტაჟზე მიმნიშნებელთათვის საპირისპიროს მტკიცება კი არა, ის არის, რომ პატრიარქის ეს ლოცვა მკაფიო მაგალითია მდაბალი, გულისხმიერი, ცრემლისმიერი ლოცვისა, რომლისაც ღმერთს ყველაზე კარგად ესმის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100