27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის არაერთი ადამიანი მოგმართავთ, დაეხმარეთ მათ რითიც შეგიძლიათ, მაგრამ არ დაუშვათ თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლონ.
კურო
იყავით დამოუკიდებელი ნუ დაჰყვებით კოლეგებისა და ახლობლების რჩევებს, დაეყრდენით საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებას. შეამცირეთ კონტაქტები.
ტყუპები
ნუ შეეცდდებით აღებული ვალდებულებების სწრაფად დასრულებას, რადგან ეს არ იქნება ხარისხიანად გაკეთებული საქმე და თუ მაინც მოგიწიათ, სამომავლოდ მისი კორექტირება იქნება საჭირო.
კირჩხიბი
დღევნდელი დღის შთაბეჭდილებები შესაძლოა საოცარი სახით აისახოს თქვენს მომავალ საქმიანობაზე, შეეცადეთ მხოლოდ დადებით, პოზიტიურ ემოციებზე გააკეთოთ კონცენტრირება.
ლომი
იყავით მეტად გულისხმიერი, ისწავლეთ პატიება და მცირე შეცდომების ან გამოუცდელობის გამო ყველას ნუ გაისტუმრებთ თქვენი ცხოვრებიდან. ეცადეთ იყოთ მეტად გამგები, ზოგიერთი მეორე შანსსაც იმსახურებს.
ქალწული
შესაძლოა დღეს თქვენი ცნობადობა გაიზარდოს, რის გამო მოხდება ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რაიმე მნიშვნელოვანი გმირობის ტოლფასი საქმე თუ პირიქით, ისეთი რამ, რის გამოც საკუთარი თავისაც შეიძლება შეგრცხვეთ.
სასწორი
ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები და თუ დარწმუნებული არ იქნებით ახლა ნურაფეს მოჰკიდებთ ხელს. აი დაწყებული საქმეები კი ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ.
მორიელი
დღეს დიდი ალბათობით ძირითად საქმიანობასთან ერთად თქვენი კოლეგებისა და შესაძლოა უფროსობის პრობლემების მოგვარება და ფსიქოლოგის როლის მორგებამაც შეიძლება მოგიწით.
მშვილდოსანი
ნუ შეეცდებით ბევრი საკითხის ერთდროულად შეცვლას. ნუ აჰყვებით შიშებს, რათა არ დაკარგოთ ის, რაც უკვე გაქვთ. პრობლემების მოგავრებისას ეცადეთ დაიცვათ ოქროს შუალედი.
თხის რქა
გინდათ ეს თუ არა ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში მაინც დაიწყება, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ ინფორმაციებთან დაკავშირებით , მნიშვნელოვანია არა ის თუ რა იცით, არამედ ის, თუ საიდან გაქვთ ეს ცოდნა.
მერწყული
პრობლემატური საკითხების გადაწყვეტა შეათანხმეთ ხელმძღვანელობასთან და ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას მათი მოგვარების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებებს გადაეყრებით.
თევზები
დღეს თქვენი წარმატებები ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად შეგიძლაით კარგი ურთიერთობების შენარჩუნება და რამდენად ახერხებთ საერთო ენის გამონახვას გარშემომყოფებთან.
კომენტარი