სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცი, რომელსაც 39 ცოლი, 94 შვილი, 33 შვილიშვილი და 14 რძალი ჰყავს, ბედნიერია... (ვიდეო)

ინდოელი ზიონა ჩანა თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის უფროსია. მას 39 ცოლი, 94 შვილი, 33 შვილიშვილი და 14 რძალი ჰყავს. ინდოეთის ერთ-ერთ შტატში, მიზორამში მცხოვრები ეს ოჯახი ერთ დიდ, ოთხსართულიან სახლში ცხოვრობს, რომელსაც ასი ოთახი აქვს. ზიონა ჩანას რელიგია არ უკრძალავს მრავალცოლიანობას. მამაკაცი ამბობს, რომ ქვეყნიერების შემოქმედისგანაა დალოცვილი, რახან ამხელა ოჯახი ჰყავს. იგი ხშირად იმეორებს, რომ ბედნიერია. და კიდევ ერთი დეტალი: ოჯახი ვახშმისთვის ყოველდღიურად ამზადებს 60 ფრთა ქათამს, დაახლოებით 60 კგ კარტოფილს და ასევე დაახლოებით 100 კგ ბრინჯს.

ვიდეო: სიუჟეტი ინდური ტელევიზიით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100