სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრმა ტყვიით ცოცხალ-მკვდარი ფეხბურთელი

დაუჯერებელი ამბავი გადახდა პარაგვაის ნაკრების აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელ სალვადორ კაბანიასს - მექსიკის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ ბარში მყოფს ბრმა ტყვია მოხვდა!
ექიმებმა კაბანიასის გადარჩენა კი მოახერხეს, მაგრამ სპორტსმენი ჯერაც მძიმე მდგომარეობაშია. ყველა უბედურებასთან ერთად, მან მეხსიერებაც დაკარგა და ზუსტად არ ახსოვს, როგორი იყო მისი ცხოვრება დღემდე.
უცხოური სააგენტოების ცნობით, კაბანიასს ხელმეორე ოპერაცია ჯერ არ გაუკეთდება, რადგან დიდი შანსია, ვერ გადაიტანოს. ამიტომ, საბედისწერო ტყვია, რომელიც ჯერაც თავში აქვს, გარკვეული ხნის განმავლობაში გამოძიებისთვის მიუწვდომელი იქნება.
კაბანიასი მექსიკურ „ამერიკაში“ თამაშობდა, ამერიკის კონტინენტზე ერთ-ერთ წარმატებულ თავდამსხმელად ითვლებოდა და მალე მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებლად მოუწევდა სამზადისის დაწყება, თუმცა ბრმა ტყვიამ საწოლზე მიაჯაჭვა. ცხადია, ფეხბურთში მის დაბრუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ საცოდავ სალვადორს არც ახსოვს, როგორ თამაშობდა საერთოდ ფეხბურთს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100