ანჯელინა ჯოლის საკუთარი მამა ფსიქიურად ავადმყოფს უწოდებს
ანჯელინა ჯოლის საკუთარ მამასთან, ჯონ ვოიტთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ქალიშვილის ოჯახის დანგრევამ კიდევ უფრო იმოქმედა მათ კავშირზე. როგორც გამოცემა Us Weekly იუწყება, ბრედ პიტმა ვოიტს სულ ცოტა ხნის წინ მიმართა და სთხოვა ჯოლის დალაპარაკებოდა ბავშვების თაობაზე, თუმცა ყოფილმა სიმამრმა კატეგორიული უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ანჯელინა ფსიქიურად შეშლილია და მასთან ლაპარაკს არ აპირებს.
კომენტარი