ვერ ვათავებ!!! სექსუალურად თავისუფალი ქალი ქართველ მამაკაცს მხოლოდ კოშმარულ სიზმარში თუ წარმოუდგენია...
ვერ ვათავებ…ეს პრობლემა იმდენად ყბადაღებულია, რომ მასზე დაწერა ნამდვილად ღირს. წმინდა სამედიცინო ქეისების გარდა, რომელიც რეალურად სპეციალისტის მიერ უნდა იქნას შესწავლილი არსებობს მრავალი სხვა შემთხვევა, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია მაგრამ მაინც “ვერ ათავებს”.
სამწუხაროდ ქალთა გარკვეულმა ნაწილმა არც იცის, რომ სექსი სიამოვნებისთვის არსებობს და არა მხოლოდ ბავშვების გასაჩენად. ქალთა ნაწილისთვის საერთოდ წარმოუდგენელია რას ყვებიან მათი დაქალები იმ ფანტასტიურ შეგრძნებაზე, რომელსაც ორგაზმი ჰქვია… აქაც სამწუხაროდ ხშირად მამაკაცია დამნაშავე, რადგანაც ქალის სექსუალურ აღზრდაზე სწორედ მან უნდა იზრუნოს. ნუ თუ თავად არ იზრუნებს ისეთი ატმოსფერო მაინც უნდა შექმნას სადაც ქალს სექსუალური თვალსაზრისით ზრდისა და შემეცნების სურვილი გაუჩნდება.
სექსუალურად თავისუფალი ქალი ქართველ მამაკაცს მხოლოდ კოშმარულ სიზმარში თუ წარმოუდგენია. ასე ხომ შეიძლება სხვა კაციც მოუნდეს იდეაში? იქნებ მერე გადაწყვიტოს რომ ეს ერთი პენისი მოწყინდა და სხვა უნდა უფრო დიდი, პატარა ან თუნდაც სხვა ფორმის? :D ეს ხომ კატასტროფაა… არა… არააააააა :D
აქ ერთი ანეგდოტი გამახსენდა: ორი ძმაკაცი საუბრობს. ერთი ეუბნება მეორეს – ბიჭო რა ვქნა ცოლი მომყავს და როგორ გავარკვიო ქალიშვილია თუ არა? მეორე პასუხობს – პენისი შეიღებე ბრილიანტის მწვანით და გაარკვევ. – ეგ როგორ? -აი ისე, თუ გაუკვირდა რომ მწვანეა ესეიგი იცის ნამდვილი რა ფერისაა :D
ჩვენი მამრების უმრავლესობა სწორედ ამ ლოგიკით სარგებლობს… შედეგად ვიღებთ იმას, რომ ქალს სექსზე არასწორი ან არასრული წარმოდგენა აქვს და ის მხოლოდ მოვალეობა გონია. დაუკმაყოფილებელი ქალი კი მტრისას. გამოდით ქუჩებში და შეხედეთ ჩვენი ქალების სახეებს. 10 დან მხოლოდ 1-2 თუ იღიმის. იმდენი მოქუფრული სახეა, რომ… ნუ რასაკვირველია აქ მიზეზი მხოლოდ სექსი როდია თუმცა ის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია…
რაც უფრო დიდი ასაკისაა მით უფრო მეტადაა მოღუშული – არადა ქალის სექსუალობა 30 წლისთვის იფურჩქნება… მანამდე ქალი სექსუალურად ყალიბდება და სწავლობს… შესაბამისად, იდეაში სექსისგან ყველაზე მეტ სიამოვნებას და შესაბამისად კმაყოფილებას 30 დან 40 მდე კატეგორია უნდა იღებდეს მაგრამ ეს მხოლოდ ევროპაში ხდება ალბათ :) აქ პირიქითაა… ჩვენთან ხომ მამაკაცები 20 წლით პატარა ქალებზე ქორწინდებიან… რომლებიც ალბათ მეზობლისთვის უნდათ საბოლოოდ…
თუმცა ვერ გათავებას მეორე სახეც აქვს. სამწუხაროდ ისე ხდება, რომ მიუხედავად დიდი სექსუალური გამოცდილებისა, გულისხმიერი პარტნიორისა და ზოგადად ჯანსაღი გარემოსი ქალთა ნაწილი მაინც ვერ ათავებს. აქ ყველაფერს ნათელს ფენს ცნობილი სურათი.
ქალის ორგაზმი იმდენად მრავალწახნაგაა, იმდენ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომ ხშირად ძნელია პრობლემის ზუსტი მიზეზის დადგენა. ასეთი ქალების ნაწილი ორგაზმს განიცდის პირველი ბავშვის გაჩენის მერე, ხოლო ნაწილს ესეც არ შველის სამწუხაროდ… მედიცინა ვითარდება და ამჟამად არსებობს ექსპერიმენტული მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ორგაზმი ნებისმიერ ქალს განვაცდევინოთ, მაგრამ ეს მეთოდები ჯერ მხოლოდ კლინიკური ტესტირების სტადიაშია…
კომენტარი