საჩუქარი AXIS-ის მომავალ მობინადრეებს!
დღეს დეველოპერულ კომპანია აქსისსა და სადაზღვევო კომპანია არდის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის საფუძველზეც 1 ოქტომბრიდან აქსისის მომავალი მობინადრეები დეველოპერულ სფეროში შექმნილი ინოვაციური პროდუქტით - რემონტის დაზღვევა 360 °- ით ისარგებლებენ!
ახალი პროდუქტი - დაზღვევა 360 °- ით აზღვევს თქვენი ბინის ჭერს, იატაკს, კედლებს და ვიტრაჟებს ისეთი რისკებისგან, როგორიცაა:
· წყლით გამოწვეულ ზიანი, მათ შორის მეზობლისგან ჩამოსული ან მეზობელთან ჩასული წყალი;
· ხანძრით, მეხის დაცემით, წვიმით, სეტყვით, მიწისძვრით, ძლიერი ქარით, ყინვით და სხვა სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანება;
· ქურდობა, ყაჩაღობა, მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედებით მიღებული ზიანი და სხვა;
სადაზღვეო პოლისი მობინადრეს გადაეცემა ბინაში სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და სრულად გარემონტებული ბინის ჩაბარებისას.
კომენტარი