სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მამა! დენის ფული დროზე გადაიხადე, თორემ პოლიტიკურად ჩაგიჭრიან! :)“

გოგა ხაჩიძე საკუთარი მშობლების ქონების დაყადაღების ფაქტის პოლიტიკურ ჭრილში განხილვისგან თავს იკავებს.

„ამ დროისთვის არაფერი არ ხდება, დაყადაღებულია ჩემი მშობლების უძრავი ქონება, ამბობენ, რომ რაღაც მიწის გადასახადია გადასახდელი, თუმცა 5 ჰექტარზე მეტი მიწა არ აქვთ ჩემს მშობლებს. გადასახადის გადახდა დააგვიანეს და მაგიტომ დაყადაღდაო, ასეთ ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური. არ ვიცი ალბათ ეგეთი წესია და ვარკვევთ ეხლა“-განაცხადა ხაჩიძემ დრონისთან საუბრისას.

დრონი შეეცადა გაერკვია მიიჩნევს თუ არა ხაჩიძე მისი მშობლების ქონების დაყადაღებას პოლიტიკურ ზეწოლად, მაგრამ პარლამენტარმა ამ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა, თუმცა მისი ფეისბუქსტატუსებით ხაჩიძის აზრის გაგება მარტივია.

„მამა! დენის ფული დროზე გადაიხადე, თორემ პოლიტიკურად ჩაგიჭრიან! :)“-წერს პარლამენტარი სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100