სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა: აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის დაპირისპირებაა - ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ (ვიდეო)

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც 3 აგ­ვის­ტოს დი­ლით სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ლა­ჩი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი არ­მი­ის პო­ზი­ცი­ე­ბის და­ბომბვის შე­დე­გად ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სამ­ხედ­რო და­ღუ­პა. რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო trend -ი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, სომ­ხუ­რი სა­არ­ტი­ლე­რიო ბა­ტა­ლი­ო­ნი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის ერთი პოს­ტი, ისე­ვე რო­გორც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საბ­რძო­ლო მა­სა­ლა გა­ნად­გურ­და. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, სო­მეხ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი. ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბაქო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე სი­მაღ­ლეს აკონ­ტრო­ლე­ბენ. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით კი, დღეს დი­ლის 09:00 სა­ა­თი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი და­არ­ღვი­ეს, რის შე­დე­გა­დაც სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 2 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. „არ­ცა­ხის რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იზი­ა­რებს და­ნა­კარ­გის გამო დიდ მწუ­ხა­რე­ბას და თა­ნად­გო­მას უცხა­დებს და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს, ნა­თე­სა­ვებ­სა და თა­ნა­მებ­რძო­ლებს. კი­დევ 14 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მი­თაა დაჭ­რი­ლი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი არ­ხა­ცის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში. რო­გორც სომ­ხუ­რი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, არ­ცა­ხის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უმ­კაც­რე­სად გმობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ახალ რა­უნდს და ამას სომ­ხე­ბის სი­ძულ­ვი­ლის მო­რიგ გა­მოვ­ლი­ნე­ბად აფა­სებს. ამას­თან, არ­ცა­ხის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­ა­ფა­სოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ქმე­დე­ბე­ბი და გა­დად­გას შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბა­ქოს დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ჩე­რებ­ლად. გარ­და ამი­სა, სომ­ხუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წე­რენ, რომ „არ­ცა­ხის რეს­პუბ­ლი­კის“ ე.წ პრე­ზი­დენ­ტმა არა­იკ ჰა­რუ­თუ­ნი­ან­მა ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ე.წ. რეს­პუბ­ლი­კა­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცია 2022 წლის 3 აგ­ვის­ტო­დან გა­მო­ცხად­და.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100