ქალი თუ მოგენდო, არასდროს გააწბილო, ღიმილად უქციე ბუზღუნა წუთები
ქალს თუ დაჰპირდები, უნდა შეასრულო,
მოიგო ბრძოლები,''ომები'',ჭორები,
ფეხქვეშ დაუფინო უნდა გაზაფხული,
თმებში ჩააკინძო იების კონები.
ქალს თუ შეიყვარებ, უნდა გააღმერთო,
მასთან ისეირნო აპრილის ქუჩებში,
მთები გადასწიო,ზღვები გადასცურო,
დაორთქლილ მინაზე უხატო გულები.
ქალი თუ მოგენდო, არასდროს გააწბილო,
ღიმილად უქციე ბუზღუნა წუთები,
გულთან მისი ხელი უხმოდ ჩაიხუტე,
უთხარი უმისოდ თუ როგორ ხუნდები.
ქალს თუ სიტყვას მისცემ მერე ნუ ივიწყებ,
ზამთარში მის გამო მზე გყავდეს უბეში,
არასდროს დაიზარო თავიდან შეყვარება,
ხშირად გააღიმე შვილების გულისთვის!!!
ქალს თუ ეშინია, ფარად დაუდექი,
მხრებით აეფარე ქარში და გულები...
გულეეეები დაუთბე, დარდი გაუქარვე,
არასდროს გაგიხდეს ტკივილი სულერთი.
ქალს თუ დაიმგზავრებ, ბოლომდე თან გჰყავდეს,
კაცურად ატარე მის გვერდით უღელი,
ხშირად გაადიდე... ხშირად გააბევრე,
ნეკნი აქვს შენი და იმედად უნდები.
ქალს თუ დაჰპირდები ,უნდა შეასრულო,
თითქოს ყოველ ღამე მთებიდან ბრუნდები-
- შინ მისულს უთახრი თვალები დახუჭოს,
ირგვლივ მოუფინე გვირილის ფურცლები.....
კომენტარი