რე|ბანკის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე და ტოპ|ქარდზე
ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რე|ბანკის ყველა მომხმარებელი სესხზე და ტოპ|ქარდზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს.
25 მარტის ჩათვლით
რე|ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან სესხით მოსარგებლეებს და გააცნობენ
საშეღავათო პერიოდის პირობებს.
საშეღავათო
პერიოდი სესხებზე:
რე|ბანკის ყველა
მსესხებელს მიეცემა საშუალება 3 თვით დააპაუზოს მიმდინარე სესხი და გადახდები განაახლოს
3 თვის შემდეგ.
აღნიშნულ პერიოდში
მომხმარებელი არც ძირს გადაიხდის, არც პროცენტს. საშეღავათო პერიოდში გადასახდელი თანხა
- ძირიც და პროცენტიც - გადანაწილდება სესხის გახანგრძლივებულ ვადაზე.
საშეღავათო
პერიოდი ტოპ|ქარდზე:
ტოპ|ქარდის ყველა
მფლობელს რე|ბანკი უპრეცედენტო საშეღავათო პირობებს სთავაზობს:
მომხმარებლები 1
ივლისამდე სრულად თავისუფლდებიან რეკომენდებული ანდა მინიმალური შენატანისგან.
1 ივლისის შემდეგ
კი დავალიანება, ისევე როგორც საშეღავათო პერიოდში (1 ივლისამდე) დამატებითი ნავაჭრის
თანხა, მომდევნო 6 თვეზე სრულიად უპროცენტოდ გადაუნაწილდებათ.
საშეღავათო პერიოდით
სარგებლობა ასევე შეეძლება ყველას, ვინც ტოპ|ქარდს 1 ივლისამდე აიღებს.
აღნიშნული შეღავათი
განსაკუთრებით ზრდის
მომხმარებლის მსყიდველუნარიანობას, საშუალებას აძლევს, რეალურად უპროცენტოდ გადაავადოს
დანახარჯის დაფარვა, რაც შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კომენტარი