სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ნიშნავს ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი? - ის რეალური დატვირთვა, რის გამოც „აიისას“ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ედავებიან

დღეს საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია „აიისას“ წინააღმდეგ სარჩელი დააკმაყოფილა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო მისი დამფუძნებელი 500 ლარით დააჯარიმა. როგორც ანანია გაჩეჩილაძე აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაასაჩივრებს.

საქმე ეხება ორი სახის შეფუთვას, რომლებზეც თამარ მეფე და თითებზე წამოცმული პრეზერვატივი იყო გამოსახული. ის ფაქტი, რომ თამარს ქართველი ერისთვის წმინდანის სტატუსი აქვს, შესაძლოა ორივე მხარის დავის საგანი იყოს, თუმცა მეორე შეფუთვა, რომელზეც თითებზე წამოცმული პრეზერვატივია გამოსახული, რეალურად არ უკავშირდება რელიგიას.

მომჩივანის აზრით, თითების მსგავსი წყობა ხატზე გამოსახული ქრისტეს ხელს წააგავს და სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება, თუმცა რეალურად, ამ შეფუთვას რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ინსპირაციის წყარო ფილმ „იმერული ესკიზების“ ეპიზოდი გახდა, სადაც მოსწავლე კითხვაზე „რა სარგებლოლბას გვაძლევს მამალი“ ხელს იწევს (სწორედ ისე, როგორც ეს „აიისას“ ახატია) და ამბობს ფრაზას „ჩინჩლავს“. ამ კუთხური სიტყვის განმარტება სქესობრივ პროცესთან ასოცირდება, აქედან გამომდინარე, პრეზერვატივების კომპანიის მორიგი ნახატი სწორედ ის აწეული ხელი იყო.

„აიისა“ ორიგინალური შეფუთვებითა და კრეატიული ნახატებით გამოირჩევა, რაც კლიენტების მოზიდვის მარკეტინგულად სწორად გათვლილი მრავალფეროვანი საშუალებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100