ქმარმა სამი შვილის დედა და ორსული ცოლი სასტიკი წამებით მოკლა
გაბალის რაიონში, წარმოშობით ქურთი 1991 წელს დაბადებული 3 შვილის დედა საბინა ვერდიევა ქმარმა მოკლა. გამოცემა 1news.az მკვლელობის დეტალებზე წერს:
როგორც მოკლული გოგოს მამა ამბობს, მისი ქალიშვილი სასტიკად არის ნაწამები, თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული და დანით არის დასერილი, შემდეგ კიდევ გაგუდული. ეს დასტურდება ჭრილობებითაც, რომელიც გოგონას სხეულზე აქვს. გოგონას მამის განცხადებით გასულ წელს 5ჯერ ცემა ქმარმა ცოლი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რის შემდეგაც გოგონა ოჯახიდან წამოვიდა, მაგრამ განქორწინება მაინც არ უნდოდა, რადგან სიყვარულით ჰქონდათ ოჯახი შექმნილი. იმის გათვალისწინებით, რომ 3 შვილი ჰყავდათ და თან მეოთხეზე იყო ორსულად ისევ შერიგდნენ და მეც და ბიჭის დედ-მამაც არ წავედით წინააღმდეგი რადგან ოჯახის დანგრევა არ გვინდოდა.
გარდაცვლილის მამა ასევე იხსენებს, რომ ამ წლის მარტში პოლიციას გააცნეს ფოტო სადაც ნაცემი ქალიშვილია წარმოდგენილი, რომლის ცხვირიც გატეხილია და სთხოვა რომ მიეღოთ ზომები, თუმცა, პოლიციამ არ მიიღო არავითარი ღონისძიება. საბოლოოდ მოხდა ისე რომ ამ ყველაფერს 3 შვილის ორსული დედის სიცოცხლე შეეწირა.
კომენტარი